„ჩვენ არ გვჭირდება აღარაფრის გადახდა...“ - 15 წლის მარიამის გადმოსვენების პროცედურებში მთავრობა ჩაერთო

მარიამი

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი მარიამ გოგიაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გადმოსვენების პროცედურებში საგარეო უწყების გარდა საქართველოს მთავრობაც აქტიურად ჩაერთო. 

ოჯახის ინფორმაციით, ყველა ხარჯი დაფარულია და საზოგადოების დახმარება საჭირო აღარ არის.

„მეგობრებო, დაგვიკავშირდა საქართველოს ელჩი თურქეთში, ბატონი გიორგი ჯანჯღავა. პრემიერ მინისტრმა იცის უკვე ყველაფერი. მაქსიმალურს აკეთებენ, რომ დროულად გადმოვასვენოთ მარიამი საქართველოში. გვითხრა, რომ აღარაა საჭირო თანხის მოგროვება და ჩვენ არ გვჭირდება აღარაფრის გადახდა. ყველას ვეებერთელა მადლობა თანადგომისთვის, უფალი თქვენკენ, უფალი ჩვენკენ.“ - დაწერა გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ახლობელმა.