ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
„ევროპის უნივერსიტეტი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სტუდენტის სამიჰ მაჰიუბ სამიჰ ჰამდანის გარდაცვალების გამო.
ის „ევროპის უნივერსიტეტში“ 2021 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა და გამორჩეული თვისებებით, მეგობრული ურთიერთობებითა და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებით თანატოლების ყურადღება მალევე დაიმსახურა.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებსა და კურსელებს. დასანანია, როდესაც ახალგაზრდების ამქვეყნიური ცხოვრება ნაადრევად სრულდება.
სამიჰ მაჰიუბ სამიჰ ჰამდანის სამშობლოში გადასვენების ხარჯებს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.
მომხდარის გამო „ევროპის უნივერსიტეტში“ ლექციები ყველა აუდიტორიაში დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო“. - ნათქვამია „ევროპის უნივერსიტეტის“ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„მისი ავადმყოფობაც და მით უმეტეს გარდაცვალებაც ჩვენთვის ძალიან მძიმეა, რადგან ის აქ, მისთვის უცხო ქვეყანაში განსაცდელთან პირისპირ მარტო აღმოჩნდა და ყველაფერი ვცადეთ, რომ ეს არ ეგრძნო, ყველაფერი ვცადეთ, რომ კარგად ყოფილიყო, მაგრამ უშედეგოდ.
მას გვერდიდან გუშინ გვიან ღამემდე უნივერსიტეტის ხელმძღვანელები ბატონი ლაშა და ქალბატონი თამუნა არ მოშორებიან.
ახლა აქ მასთან მამაა, ყველაზე მძიმე ეს დღეები მისი მშობლებისთვის და ახლობლებისთვის არის, ახლა ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ თანადგომა.
ვიზიარებ მისი კარგი მეგობრების მწუხარებას, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგნენ საავადმყოფოსთან და მწუხარე მამის ტკივილს იზიარებდნენ.
სამიჰ მაჰიუბ სამიჰ ჰამდანის სამშობლოში ხვალ დილით გადაასვენებენ, ეს არის ბოლო, რაც ჩვენ მისთვის შევძელით“. - წერს უნივერსიტეტის პედაგოგი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ანევრიზმა გახდა.