UFC-ს ყოფილი მებრძოლი, ენტონი ჯონსონი გარდაიცვალა

ენტონი ჯონსონი

MMA-ს სამყარო UFC-ს ყოფილი მებრძოლს, ენტონი ჯონსონს გლოვობს. ჯონსონი 13 ნოემბერს 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობი, არ სახელდება, თუმცა სხვადასხვა გამოცემების თანახმად, მებრძოლი ბოლო პერიოდში მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ენტონი „რამბლ“ ჯონსონი UFC-ში 2007 წლიდან ასპარეზობდა. 2012-14 წლებში მან UFC დატოვა, თუმცა შემდეგ დაბრუნდა და 8 ბრძოლა გამართა, საიდანაც 6-ში იმარჯვა და ორჯერ დამარცხდა, ორივეჯერ კორმიესთან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელში მან მხოლოდ ეს 2 მარცხი განიცადა. ბოლო ბრძოლა ბელატორის ეგიდით, გასული წლის მაისში გამართა და ნოკაუტით გაიმარჯვა.