პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თურქეთში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის მშობლები გოგონას საქართველოში გადმოსვენებას ვერ ახერხებენ.
ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი თურქეთის კლინიკა Medistate Hospital-ში 14 ოქტომბერს რეანიმაციულ განყოფილებაში ლეიკემიის დიაგნოზით დააწვინეს. მას ჩაუტარდა მკურნალობის კურსი, კერძოდ, იყო მიერთებული ჰემოფილტრაციის აპარატზე, იმყოფებოდა იზოლირებულ პალატაში და მიმაგრებული ჰყავდა პირადი ექთანი.
ოჯახს კლინიკაში 44 000 დოლარი დაუგროვდა დავალიანება.
მომხდართან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია თურქეთში საქართველოს საელჩო და საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა.
ელჩის განცხადებით, საელჩო ოჯახის დასახმარებლად ყველა შესაბამის ზომას მიიღებს.
დახმარების მსურველებმა თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე:
GE05BG0000000533946920
GE17TB7175545061100047