"ჩემზე საჩუქრების მოცემით ვერავინ ცხონდებით. სამი წლის ლევანი პურზე ოცნებობს" - მამა ნექტარიოს მჭედლიძე

mama nektarios

მღვდელ-მონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე, რომელიც ოთხი წელია უკრაინაში ცხოვრობს, წერს.

"ერთხელ ერთი ბიზნესმენი მეუბნება, მამაო, ფეხით რომ დადიხართ ერთ პატარა მანქანას გისაჩუქრებთ!.. გამაოგნა მისმა საქციელმა! ქვეყანაში 3 წლის ლევანი მთლიან პურზე ოცნებობს... 9 წლის ნინო მაღაზიაში თავს ხრის, რომ არაფერი მოუნდეს... და ჩემი ფეხით სიარული შეამჩნია... ძალიან შეაწუხა ვითომ?! ჩემი პასუხის მერე საერთოდ გაწყვიტა კონტაქტი ჩემთან...

სანამ ჩემს უბედურ ქვეყანაში ანგელოზები შიმშილობენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც კომფორტულია მგზავრობა... იქ უფრო ვხედავ, რა მდგომარეობა...

ასე რომ, ჩემზე საჩუქრების მოცემით ვერავინ ცხონდებით... ქრისტეს წინაშე სიკეთე თუ გინდათ, ბავშვებს შეეწიეთ... მათ დაეხმარეთ, რომ მშიერები არ იყვნენ... აღარ ადიოდეს ზეცას ანგელოზების ცრემლი და სურვილი - "ღმერთო, პური მინდა" - მამა ნექტარიოს მჭედლიძე.