„ჩემთვის ასაკი მხოლოდ ციფრები არ არის - ეს არის გამოცდილება და რაც მთავარია, პრივილეგია“ - ლიკა კვარაცხელია

კი

 ქართველი მოდელი ლიკა კვარაცხელია იუბილარია. მას 45 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოდელმა სოციალურ ქსელშიემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ასაკზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია.

„45 მხოლოდ ციფრი არ არის, ეს არის პრივილეგია და საჩუქარი, ამიტომ, ამიტომ ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ერთ წუთში არ ჩაეტევა. მადლობა ყველას.

ჩემთვის ასაკი მხოლოდ ციფრები არ არის. ეს არის გამოცდილება და რაც მთავარია, პრივილეგიაა. პრივილეგიაა გვერდით გყავდეს მშობლები, იყო დედა, ცოლი, და, ბებია, მამიდა, მეგობარი და ასე შემდეგ. გყავდეს ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ხარ და რომლებიც შენთვის მთელი სამყაროა. მიიღო უამრავი მოლოცვა იმ ადამიანებისგან, რომლებიც პირადად არც გიცნობენ. უდიდესი მადლობა ჩემს თითოეულ გამომწერს.

გქონდეს საყვარელი საქმე, ოცნებები და, რაც მთავარია, სურვილი, რომ ყოველდღე რაღაც ახალი აღმოაჩინო საკუთარ თავში. ისე, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. მაგალითად, მაკიაჟის გაკეთება ან როგორ ავარჩიო ამ სამი კაბიდან ერთ-ერთი და სამჯერ არ გადავიფიქრო, იმიტომ რომ სამივე ლამაზია. ბოლოს მაინც განწყობას და შეგრძნებას მივყვები და ამიტომ, მგონი, სწორი არჩევანი გავაკეთე.

ასაკთან ერთად ხვდები, რომ ბედნიერება პატარა დეტალებშია. დროის შეჩერებას მე არ ვცდილობ. პირიქით, ვცდილობ მასთან ერთად სწრაფად ვიმოძრაო და ამ ქვეყანაზე ჩემთვის გამოყოფილ დროში მაქსიმალურად მოვასწრო ბევრი რამ. ალბათ ამიტომაც სულ სადღაც მივიჩქარი, როგორც ახლა. არასოდეს არის გვიან გვიყვარდეს საკუთარი თავი, გვიხაროდეს ცხოვრება და გვქონდეს ახალი ოცნებები. მე თუ მკითხავთ, მათი არქონაა ცუდი. უზომოდ მადლიერი ვარ ყველაფრისთვის," - ამბობს ლიკა კვარაცხელია.

✕