„ჩემო ხალისიანო და სიმპათიურო ბიჭო, გული ძალიან მატკინე...“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

ლევან დვალი

მთაწმინდაზე ტრაგედია დატრიალდა.

მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

დაღუპულია 30 წლის ლევან დვალი. დაშავებულია კიდევ ორი ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:

„ყველაზე ჩუმად და უხმოდ დაგვტოვა … ყველაზე ხმაურიანმა და სიცოცხლით სავსე ბიჭმა“.

„როგორ მენანები იმ ქვეყნისთვის...“.

„რატომ წახვედი ასე... ნათელში იყოს შენი სული ლევან“.

„ჩემო ძმაო, დაუჯერებელია შენი იმიერში წასვლა. მართლა მაგრად მატკინე გული. ასე ჯერ არავის გარდაცვალება არ მიმიტანია გულთან... “.

„არ ვიცი, უშენოდ როგორი იქნება სამყარო...“

„ჩემო ბავშვობის მეგობარო, ლევან, ჩემო ხალისიანო და ყურადღებიანო ბიჭო, გული მტკივა, სული მეწვის, ეს რა საშინელი ამბავია ჩვენს თავს...“ , – წერენ კომენტარებში.