მთაწმინდაზე შენობის ჩამონგრევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა – დაშავებულია ორი ადამიანი

policiis lenti

მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 30 წლის კაცი. დაშავებულია კიდევ ორი ახალგაზრდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

როგორც პრაიმტაიმს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მომხდარზე სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.