,,ბავშვებს არ გააკაროთ” - გიორგი ღოღობერიძე მშობლებს მიმართავს
1755772613
ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ნახევარ მილიარდ დოლარამდე ჯარიმა, რომლის გადახდაც აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე ჰქონდა დაკისრებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სასამართლომ დაადასტურა, რომ ტრამპი და მისი კომპანია ქონების ღირებულებას ხელოვნურად ზრდიდნენ, რათა მომგებიანი საბანკო კრედიტები მიეღოთ, თუმცა მოსამართლეების შეფასებით, დაკისრებული ჯარიმა გადამეტებულია და კონსტიტუციის მერვე შესწორების დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს.
ძალაში რჩება ტრამპისთვის დაწესებული სხვა შეზღუდვები, მათ შორის, 3 წლით ნიუ-იორკის კომპანიების ხელმძღვანელობისა და სესხის აღების აკრძალვა.