უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე - დაღუპულია 4 ადამიანი
1736926850
მდუმარე ბერის, მამა ნიკოლოზის შესახებ უკვე ბევრი ისტორია მოვისმინეთ და წავიკითხეთ. ამჯერად, 17 წლის გოგოს შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მშობელიც ამბობს, რომ 3-ჯერ სიკვდილს გადარჩენილი ბერთან მივიდა და ამის შემდეგ მათი ცხოვრება შეიცვალა.
„მყავს 17 წლის გოგონა, რომელიც 3-ჯერ გადაურჩა სიკვდილს. ისეთი სიკვდილს, რომლის დროსაც არ შეიძლებოდა გადარჩენა. 4 წლის ასაკში ტონიანი ვანა თავში დაეცა, მაგრამ გადარჩა. რამდენიმე წლის წინ თბილისში, როდესაც ყურის გასახვრეტად შევიდა სალონში და იქიდან გამოვიდა, ძირს დაეცა, სულ გაშავდა და ძლივს მოვაბრუნეთ. როდესაც მოვაბრუნეთ, წამოხტა და თქვა, რომ უნდა წავიდე მამა ნიკოლოზის სანახავადო. მან სულ ორჯერ ნახა მამაო და სახლში გამობრუნებისთანავე წავიდა ეკლესიისკენ, დღეს ის ისეთი ეკლესიურია, რომ მთელი ოჯახი მოგვაქცია ქრისტიანობისაკენ. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მამა ნიკოლოზი,“ - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
ასევე ნახეთ:
„სნეულთა საკურნებლად წაიღებთ ზეთს“ - უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს
ყვირილი, რომელიც არავის ესმოდა - ვინ იყო და როგორ დაიჭირეს სერიული მკვლელი "სათამაშოების ყუთით"