„სნეულთა საკურნებლად წაიღებთ ზეთს“ - უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს

xati

ფეისბუქ-გვერდზე "დედოფალი" მორწმუნეთათვის ინფორმაცია ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გააზიარეთ ეს სასიხარულო ინფორმაცია, რადგან უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს.

22 სექტემბერს საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი", გამობრძანებული იქნება ისნის რაიონში, მერვე ლეგიონის დასახლება, წულუკიძის ქუჩა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 12 საათიდან 17 საათამდე.

ამჯერად ხატის გამობრძანებისას შესაძლებლობა გექნებათ, ანთებული კანდელიდან სნეულთა საკურნებლად უსასყიდლოდ წაიღოთ კანდელის ზეთი, რომელიც უამრავი ადამიანის გადამრჩენელი გახდა დღევანდელ დღემდე. (ზეთის წასაღებად იქონიეთ ახალი სამედიცინო შპრიცები, რითიც ამოვიღებთ ზეთს და გაგატანთ).

ტაძარში იქნება ხატის ასლებიც. აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა არავინ დარჩეს გულდაწყვეტილი.

მუდამ ბევრი მომლოცველი ელის ამ დღეს და განსაკუთრებულად ისინი, ვისაც სნეული ჰყავთ და მძიმე განსაცდელის წინაშე დგანან დღეს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგმადლოთ სიყვარული და მშვიდობა" - ვკითხულობთ ფეისბუქგვერდზე "დედოფალი";

იცით, რომ ეს საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი 14 ივლისს იმავე ტაძარში იყო გამობრძანებული და მომლოცველებს ხუთი საათის მანძილზე ჰქონდათ მოლოცვის შესაძლებლობა;  ხატმა, ისევე როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ბევრი სნეული განკურნა;

ასე რომ, არ გამოტოვოთ შანსი მიეახლოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს, მისი წმიდათა და მართალთა მშობლების - იოაკიმეს და ანას ხსენების დღეს;

ასევე დაგაინტერესებთ: 

"ერთხელ, როცა ჩემთვის, ღვთისმშობლის დაუჯდომელ ლოცვას ვკითხულობდი, უცებ..." - რას იხსენებს "სალხინოს ღვთისმშობლის" ხატზე დეკანოზი სერაფიმე დანელია 

"ღვთისმშობელმა ისმინა დედების თხოვნა და ისინი გველებად გადააქცია" - ლეგენდა და სასწაული, რომელიც შხამიან გველებს ზნეს უცვლის

"მარუსასაც მოუკლეს შვილი, ოღონდ ჯვარზე კი არა, აფხაზეთის ომში. შვილის დასაფლავებიდან მეორმოცე დღეს, თეთრი მტრედი მოფრინდა და..." - ემოციური წერილი ღვთისმშობელს

„შეხედავ და თითქოს ჩვეულებრივი ტყავის ქამარია, მაგრამ... “ - ტაძარი, სადაც მამა გაბრიელის სარტყელი სასწაულებს ახდენს