დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
,,ჩემი შვილების დამაწყევარიც რომ იყოს, წაქცეული ადამიანი მაინც მეცოდება!..“, - ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.
„გავიგე, რომ ვიღაც დამნაშავეა, ისიც გავიგე, რომ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და ისიც მესმის, შეიძლება ბევრი უკმაყოფილო, მეტიც, გამწარებული ადამიანი არსებობდეს, მაგრამ ვერაფრით ვიგებ, როცა ვიღაცის ბოროტებას აპროტესტებ, როცა პრეტენზია გაქვს, რომ ხარ მორწმუნე და ჰუმანური, მაშინ შურისძიება, ვიღაცის განადგურების, სიკვდილამდე მიყვანის სურვილი რატომ უნდა გაგაჩნდეს?!
მოკლედ, სწორედ ასეთ მიდგომებში ვლინდება, სინამდვილეში როგორ გვესმის ქრისტიანობაც, მიტევებაც, ადამიანობაც და კიდევ ბევრი რამ… ჰო, ზოგი ცხიმიანითაც არ იკვებება, მარხვაზე ვარო, მაგრამ ადამიანის სიკვდილს ნატრობს…
მხოლოდ ამაზე ვსაუბრობ… სულ ვისაუბრებ, სანამ სასიკეთო ცვლილებები არ შეგვეტყობა.
ამის იმედი კი, დასანანია, მაგრამ დიდად არ მაქვს…
ზოგი პირგამეხებული დადგება და ჭკუის სწავლებას დაგიწყებს, თუ როგორ არ მოსწონს შენი სულიერება, მაგრამ სინამდვილეში, მოწყალე სამარიტელის იგავის ღრმა ანალიზს ვინ ჩივის, წაკითხულიც არ აქვს!..
P.S. ჩემი შვილების დამაწყევარიც რომ იყოს, წაქცეული ადამიანი მაინც მეცოდება!..“ - ვკითხულობთ მოძღვრის ფეისბუკ პოსტში.