გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, სეზონურ ვირუსთან ბრძოლის "მეთოდზე" "პრაიმტაიმის" მკითხველს გულახდილად უამბობს. სასულიერო პირი, როგორც ის ამბობს, მედიკამენტებთან ერთად, ხალხური მედიცინის ერთმა მიგნებამ განკურნა. მოიმარაგეთ უებარი კომში და მიჰყვებით რეცეპტს...
პეტრე კოლხი: პრაქტიკულად ხუთი დღეა ამ სამყაროში არ ვიყავი. ფეხზე ვერ ვდგებოდი. სამი დღე თავის გაუსაძლისი ტკივილები მქონდა, გულის წასვლამდე მივდიოდი. სიცხე 40 გრადუსამდე ადიოდა. ანტიბიოტიკი დამინიშნეს. ვიღებდი სითხეებს, ბუნებრივია.
გაგიზიარებთ, რამ მიშველა. ხალხური მედიცინა და მოხარშული კომში. ღუმელზე შევდგი ქვაბი წყლითა და კუბიკებად დაჭრილი კომშით. კარგად მოხარშეთ. წვენი ცალკე დალიეთ, მოხარშული ნაყოფისგან პიურე გააკეთეთ, ნატურალური თაფლი მოასხით და მიირთვით. მაშინვე ფეხზე დაგაყენებთ.
სიცხემაც დამიწია, ხველებაც მისუსტდა. ამოაქვს ნახველი და გათავისუფლებს. ფეხზე დგომა შევძელი. ძალებს ნელ-ნელა ვიკრებ. ახლაც, როცა შედარებით უკეთ ვარ, ვხარშავ კომშს და სითხეს ვიღებ. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და თუ ვინმეს ჩემი გამოცდილება გამოადგება, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით.