პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მარიტა გუტაშვილი, მესამე დღეა სტიქიის ზონაში 9 ახლობელს ეძებს.
,,გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამი დაკარგული ადამიანი გამოვიდა კონტაქტზე, მაგრამ ტყუილია, თუ მართალი, არ ვიცი, მე არავინ დამკავშირებია. პროზექტურიდან მოვდივართ, ცხედრების ამოცნობაზე წაგვიყვანეს. მე ისინი არ მინახავს, იქ ვერაფრით შევიდოდი, ძალიან დაზიანებულიაო, მითხრეს. ფოტოებსაც ვერ დავხედე, შეუძლებელია ასე გარკვევა. დნმ-ს ანალიზი აგვიღეს და იქნებ ასე შეძლონ მათი ვინაობის დადგენა.
დღეს ჩვენი ძაღლი - ბონი გამოჩნდა, სტიქიის დროს არ ვიცი, სად იყო, ხანდახან გადიოდა და სეირნობდა. ვიფიქრეთ, იქნებ საიდანაც გამოვიდა, ჩვენებიც იქ იყვნენ და ახლა იმ მიდამოებში ეძებენ ბიჭები. ბონის გარდა, 3 ძაღლი გვყავდა და არც ერთი არ ჩანს. ადგილზე საკმაოდ რთული რელიეფია, ტალახი სქელდება, როგორია იქ ძებნა? ჯერ-ჯერობით, იმედის მომცემი არაფერია, არსაიდანარანაირი ნიშანი არ ჩანს, ველოდები სამაშველო სამუშაოების დამთავრებას, ბიჭები თავს არ ზოგავენ.
სტიქიის დროს ჩვენები, სავარაუდოდ, კოტეჯში იყვნენ, რომელიც ადრინდელი სტიქიის დროს ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო. ღვარცოფი სადაც ჩამოვიდა და ლავა წამოვიდა, კოტეჯიც იქ იდგა...
ყველა კოტეჯი წაღებულია, არც ერთი არ გადარჩენილა. მარტო კალაძის "სანსეტ შოვი“ დგას - თავის დროზე ისე გააკეთა, მთელი მთები რომ დაშლილიყო, იმას არაფერი მოუვიდოდა“, - ამბობს მარიტა გუტაშვილი ambebi.ge-სთან.