თავისუფლების მოედნის მეტროში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა
1794641986
ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქეცბაიას მეუღლე კატერინაა, რომელიც მან კვიპროსზე გაიცნო.
გადაცემაში, "Speak Easy Georgia", სტუმრობისას თემურ ქეცბაიამ გულახდილად ისაუბრა საკუთარ ხასიათსა და ოჯახურ ცხოვრებაზე.
„სამწუხაროდ, სახლშიც მომყვება ხოლმე ეს პრობლემები, როცა რამე გართულებაა. თუმცა, ჩემი ოჯახი უკვე შეეჩვია ჩემს სიფიცხესა და ნერვიულობას. ალბათ ჩემი მეუღლის ადგილას სხვა ათჯერ მაინც გამშორდებოდა, რადგან მარტივი არ ვარ – ყოველთვის მინდა, ჩემი გავიტანო. ამას სიჯიუტით კი არ ვაკეთებ, არამედ იმიტომ, რომ ფეხბურთს სჭირდება ასეთი მიდგომა და დიდი დროის დათმობა. როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში სახლში არ ხარ, ეს არც მეუღლისთვის არის ადვილი და არც მთლიანად ოჯახისთვის“, - ამბობს თემურ ქეცბაია.