„ჩავთვალეთ, რომ დედაჩემს მოუხდა ეს ამბავი, დედასავით მყავდა დედაო“ - რას ამბობს ტაძრის წინამძღოლი დედათა მონასტერში ძალადობაზე

მამა მიქაელი

ძალადობის მსხვერპლი მონაზონი თბილისში კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ტაძრის წინამძღოლი მამა მიქაელი სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ თავადაც ძალიან მძიმედაა, რადგან პირველი იყო, რომელმაც ძალადობის მსხვერპლი მონაზონი ნახა.

„ძალიან ცუდად ვარ, გეუბნებით შოკურ მდგომარეობაში ვარ,  ცუდად ვარ ძალიან, არაფრის თავი არ მაქვს, სახლში ვერ ველაპარაკები ჩემებს... ჩავთვალეთ, რომ დედაჩემს მოუხდა ეს ამბავი, დედასავით მყავდა დედაო.
საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

მე ვიცი,  რომ საშინელება მოხდა. რაც არ უნდა მომხდარიყო, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას და არც ჩვენს ქალაქს და არც არავის" - ამბობს მამა მიქაელი „მთავარ არხთან“.