„ჩემი შვილი ამას არ იზამდა...“ - რას ამბობენ მონაზონზე თავდასხმისთვის დაკავებულთა ოჯახის წევრები

ოჯახი

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 70 წლის მონაზონი ხაშურის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს. დაზარალებული კავკასიის მედიცინის ცენტრში განაგრძობს მკურნალობას.

პოლიციამ კი ყაჩაღობისა და ძალადობის მუხლით 2 პირი დააკავა. ,,კურიერი“ ორივე დაკავებულის ოჯახის წევრებს ესაუბრა.

სავარაუდო დამნაშავეების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გამოძიებას არ ენდობიან და მათი შვილი ამ დანაშაულს არ ჩაიდენდა.

27 წლის სავარაუდო მოძალადის მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილი წარსულში ქალზე ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული.

,,წარსულში მეუღლემ უჩივლა გამლახაო და ამიტომ  არის ნასამართლევი. მე ვიცი, რომ ვიღაცის საფლავზე იყო და დედაომ არ შეუშვა. ჩემი შვილი ამას არ იზამდა, ჩემი შვილი არ გალახავდა არავის! ის მეორე არ ვიცი“, - აცხადებს დაკავებულის დედა.

39 წლის მამაკაცი კი, წარსულში ხულიგნობის ბრალდებით იყო დაკავებული. მამაკაცის მამა აცხადებს, რომ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მისი შვილი ნასვამ მდგომარეობაში იყო.