გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
70 წლის მონაზონს მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება. მისი მდგომარეობა მძიმეა. მონზონს უცხო პირები ფიზიკურად გუშინ საღამოს გაუსწორდნენ.
ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირის დააკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
კერძოდ, უწყების ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციამ 27 და 39 წლის მამაკაცები 70 წლის პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და გაუპატიურების ბრალდებით დააკავა.
„ეს არის ქრისტიანობისთვის ძალიან დიდი ტრაგედია. ერთი პირის შვილი ყოფილა მონასტრის გარეთ და ელოდებოდათო, პატარა ბიჭი ყოფილა და ორი სრულწლოვანი შიგნით ყოფილან მონასტერში. აუცილებლად უნდა დაისაჯონ. უნდა გამოიყვანო ორივე სახალხოდ, უნდა მოუკიდო ცეცხლი და დაწვა“, - ამბობს ადგილობრივი.