ბრაზმა, სტრესმა და სევდამ 2021 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - Gallup

სტრესი

ანალიტიკური ცენტრის Gallup-ის ინფორმაციით, ბოლო ათწლეულია ადამიანების წუხილი გლობალურად იზრდება.

მთელ მსოფლიოში ბრაზის, სტრესის, წუხილისა და სევდის მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს 2021 წელს მიაღწია.

Gallup-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ კლიფტონმა გამოსცა წიგნი Blind Spot, სადაც გლობალურად მზარდი წუხილის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, მსოფლიო ლიდერების ყურადღების მიღმა დარჩა ეს ტენდენცია, მაშინ როცა, ავტორის განმარტებით, მონაცემები მნიშვნელოვან მონაცემს იძლევა, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრება.

„როცა ჩვენ 2020 წლის შემოდგომას მსოფლიო წუხილის რეკორდული მაჩვენებლის შესახებ გავაფრთხილეთ, ბევრმა ინფორმაციის მოსმენისას თქვა: ბუნებრივია, ასე იქნება, მთელი მსოფლიო იტანჯება გლობალური პანდემიით“, - აღნიშნა კლიფტონმა.