"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებმა, პროფკავშირებთან ერთად ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი რეორგანიზაციის საფუძველზე, 50 გათავისუფლებულის სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
რამდენიმე დღეში კი მეორე სარჩელის შეტანას აპირებენ და 250-მდე დასაქმებულისთვის აპრილისა და მაისის ხელფასის დარიცხვას მოითხოვენ.
მათი თქმით, ხელისუფლებისგან ელიან წინადადებებს, როგორ უნდა მოგვარდეს არსებული პრობლემები.
ასევე აღნიშნავენ, რომ პრემიერ - მინისტრის გუშინდელი განცხადებების შემდეგ, მათ არავინ შეხმიანებია. შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ მედიაციის პროცესში, საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეხვედრა ჯერ არ არის ჩანიშნული. პროტესტი გრძელდება, დღეს გაფიცვის მე-15-ე დღეა.