1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„რუსთავი 2-ის “გადაცემას, „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე სტუმრობდა.
მან მამის შესახებ ისაუბრა, რომელსაც წლების განმავლობაში მძიმე დაავადება ტანჯავდა.
„მამას ბოლო წლებში აწუხებდა ძალიან მძიმე დაავადება. ამაზე არსად ვსაუბრობდი. ჰქონდა ალცჰაიმერი. მამა და დედა ყველგან დამყავდა. მსოფლიო მოვატარე, მაგრამ მამა რომ ცუდად იყო, ვეღარ ვატარებდი ისე.
დავაკვირდი ერთ რამეს, რომ რაღაცას რომ მოვუყვებოდი, ძალიან უხაროდა, გავიდოდა ერთი-ორი საათი, ისევ ვუყვებოდი. ძალიან უხაროდა.
ამას ხშირად ვაკეთებდი, მსიამოვნებდა, რომ მას უხაროდა. მერე უკვე ძალიან დამძიმდა. ბოლო წუთებშიც მასთან ვიყავი, უბრალოდ, ისე მოხდა, ნემსი უნდა გამეკეთებინა, ავედი ზემოთ ჩამოსატანად და დედამ მითხრა, აღარ შემოხვიდეო. ნუღარ იჩქარებ – ეს ტექსტი მახსოვს. წუთში ავცდი. მაგრამ მთავარი მახსენდება მამისგან, ჯერ პოზიტივი, სიმღერა და სიტყვები – შვილებო, რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა გული გატკინონ, გააგრძელე და ყოველთვის ენდე ადამიანებს.“- ამბობს ნინო სურგულაძე.