პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ნება მომეცით, წარმოვთქვა ცნობილი ქართველი მეცნიერის, ევროპის კონსტიტუციის თანაავტორის, ბატონი მიხეილ მუსხელიშვილის (მიშელ მუსხელი) ციტატა: „საქართველომ იცის, რომ მისი ადგილი ევროპაშია. ახლა კი ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები“, ეს არის ჩემი დასკვნითი კომენტარი“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე - „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა პანელურ დისკუსიაზე საკუთარი გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად პანელში მონაწილეობდნენ მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალარ კარისი და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი, ალექსანდრ შალენბერგი.
პანელის მოდერატორი The New York Times-ის ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი, მატინა სტევის-გრიდნეფი იყო.