"ძრავს გაუჩნდა ცეცხლი... იშვიათია, როცა სტიუარდესები ტირიან" - ნინო სურგულაძე - ნინო სურგულაძე

სურგულაძე

„რუსთავი 2-ის “გადაცემას, „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“  მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე სტუმრობს.

ის გადაცემაში შიშზე საუბრობს. 

„დღემდე არ ვიცი როგორ გადარჩა ეს თვითმფრინავი, მე ვიცი, რომ ძალიან იშვიათია როდესაც სტიუარდესები ტირიან, მაგრამ იყო ასეთი სიტუაცია რამდენიმეჯერ. აფრენის შემდეგ მოხდა, ავტოპილოტი გამოირთო და ერთ-ერთ ძრავს გაუჩნდა ცეცხლი. მე ავადმყოფურად უნდა ვაკონტროლებდე ყველაფერს და არც მაშინ დამიწყია ყვირილი. იმ დღიდან ვფიქრობდი, რომ არასოდეს არ ჩავჯდებოდი თვითმფრინავში. 

ადრე, როდესაც ასეთი სიტუაციები მქონდა, არ ვდარდობდი იმაზე, რომ მე დავიღუპებოდი, სიკვდილის არ მეშინოდა, მეშინოდა იმის, რომ შვილები არ მყავდა, როგორ, ესე იგი მე ისე მივდივარ არ არის გაგრძელებული ის რაც ჩემშია ჩადებული. ახლა სხვა რამის მეშინია, მინდა, რომ გვერდით ვიყო ბავშვებთან  და მაქსიმალურად დავეხმარო მათ.