VIDEO: „სიკვდილს ჩავხედე თვალებში... სახლში მივედი და დავეცი“- ნინო სურგულაძე

სურგულაძე

„რუსთავი 2-ის “გადაცემას, „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“  მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე სტუმრობს.

ის იხსენებს თემას, რომელზეც არსად უსაუბრია. 

„ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება რაღაც. ყველა ორგანო გამოვიდა წყობიდან, ვერავინ ვერაფერს ვერ იგებდა, დიაგნოზი ვერ დასვეს.  ეს დაიწყო ამერიკაში, ბოლო სპექტაკლები ძალიან გამიჭირდა, იმდენად, რომ სახლში მივედი და დავეცი. მაგრამ ამ მდგომარეობიდან გამოვედი და მაშინ გადავაფასე ძალიან ბევრი რამ “,- ამბობს ნინო სურგულაძე.