1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჯავახეთის ქედზე, სოფელ სამებასთან მიწისძვრა განსაკუთრებულად ბოლო დროს არის გახშირებული. რა ხდება რეგიონში და როგორია ბუნებრივი მოვლენების სტატისტიკა, ეს ის კითხვებია, რომლითაც სეისმოლოგ თიკო როსტომაშვილს "პრაიმტაიმი" დაუკავშირდა.
როგორც ის ამბობს, მისიწქვეშა ბიძგები, რომლებსაც ადამიანი გრძნობს, ბოლო წლის განმავლობაში 100-მდეა დაფიქსირებული.
"ბოლო მონაცემებით, სოფელ სამებასთან, ჯავახეთის ქედზე, 2021 წლის მაისიდან დღემდე 12 000-მდე მიწისძვრა დაფიქსირდა. თუმცა, ადამიანები ამ ბიძგებს ვერ გრძნობენ. რაც შეეხება შეგრძნებად მიწისძვრებს, ასეთი 100-მდეა დაფიქსირებული.
ეს ბუნებრივი პროცესებია. იყო პერიოდი, როცა ბიძგების ოდენობა მომატებული იყო და შემდეგ მიილია. ფილაქნების მოძრაობის შედეგად იქმნება ენერგია, რომელიც უნდა გამოთავისუფლდეს. ახლაც, ასეთი მდგომარეობაა, ეს ენერგია უნდა გამოთავისუფლდეს. ამიტომ, აქტივობა შედარებით მომატებულია.
თავად პროცესი ასეთი ხასიათისაა, მიილევა, მერე ისევ აქტიურდება და ასე - მუდმივად.
მიწისძვრები სოფელი სამებიდან 5-15 კმ-ის დაშორებით ხდება ხოლმე და ვამბობთ, რომ მიწისძვრა სამებასთან დაფიქსირდა, რადგან ეს უახლოესი დასახლებული პუნქტია.
საქართველოში აქტიური კერები გვაქვს, სამების მიმდებარედ, კახეთში საზღვართან, რაჭაში და ჯავახეთში ჩრდილოეთით.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს რეგიონში, 1991 წელს, რაჭაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაა დაფიქსირებული, ეს კონკრეტული შემთხვევა კავკასიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა, რაც აქამდე მომხდარა, შესაძლებელია ძლიერი მიწისძვრის განმეორება.
ამიტომ, ჩვენი ცხოვრება, მშენებლობები უნდა იყოს ამ სამწუხარო პოტენციალზე მორგებული, რადგან უკვე მოხდა, შეიძლება კიდევ მოხდეს, როდის, რა თქმა უნდა, ეს არავინ იცის." - ამბობს თიკო როსტომაშვილი.