„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დღეს, თბილისის დროით 17:54 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონასთან მოხდა 3.7 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
პირველი მიწისძვრა 07:36 მოხდა. ეპიცენტრი დმანისთან, სოფელ სამებაში იყო.
მეორე მიწისძვრა - 09:10 საათზე. ეპიცენტრი დმანისთან, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. სიმძლავრემ 4.5 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.
მესამე მიწისძვრა - 09:18 საათზე. ბიძგები საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდა იყო.
მეოთხე მიწისძვრა საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა. მისი სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო.
მეხუთე მიწისძვრაც საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა. მისი სიმძლავრეც 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო.
მეექვსე მიწისძვრაც თბილისის დროით 10:24 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონასთან მოხდა. მისი სიმძლავრეც 3.1 (ML) იყო.