„ბოდიში, რომ დამაგვინდა და განერვიულეთო“ - ისტორია, რომელიც ვერა ბრეჟნევას თბილისში გადახდა

zaza shengelia

ხმის ჩამწერი სტუდია "ბრავო რექორდსის" დამფუძნებელი, ზაზა შენგელია, სოციალურ ქსელში, მომღერალ ვერა ბრეჟნევასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და იხსენებს დროს, როცა ვერა საქართველოს სტუმრობდა და თბილისის დათვალიერებით გაბრუებულს, სასტუმროში მისვლა დააგვიანდა.

ზაზა შენგელია: - რუსეთში მცხოვრები და მოღვაწე უკრაინელი (წარმოშობით ხარკოვიდანაა) მომღერალი, ვერა ბრეჟნევა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ომის დაწყებისთანავე, პროტესტის ნიშნად, ოჯახთან ერთად დატოვა რუსეთი.

დღეს ის პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მოხალისედ მუშაობს და უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება.
სხვათა შორის, ვერა ბრეჟნევას მეუღლე ქართველი ჰყავს და სიგიჟემდე უყვარს საქართველო, თბილისი და ქართველი ხალხი.

2014 წელს, როცა ბოლოს იყო ჩამოსული თბილისში (ეს სურათიც მაშინ არის გადაღებული), ძველ თბილისში მარტო გასეირნება გადაწყვიტა და მთელი დღე დაიკარგა. და როცა სასტუმროში დაბრუნდა, ბოდიში, რომ დამაგვინდა და განერვიულეთ, მაგრამ თბილისში ხეტიალით ვერ გავძეხიო, თქვა.ძალიან გულიანი და საყვარელი გოგოა.