დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ცნობილმა მომღერალმა ვერა ბრეჟნევამ რუსეთი დატოვა და პოლონეთში მოხალისედ მუშაობს - ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
"მომღერალმა ვერა ბრეჟნევამ განაცხადა, რომ ის ამჟამად, პოლონეთში მოხალისეობით არის დაკავებული. ამის შესახებ პოსტები მის Instagram გვერდზე გამოჩნდა, რომელიც ამერიკულ კომპანიას Meta Platforms Inc.(აღიარებულია ექსტრემისტულ ორგანიზაციად და აკრძალულია რუსეთში) ეკუთვნის.
ჯგუფ VIA Gra-ს ყოფილმა წევრმა რამდენიმე ამბავი გამოაქვეყნა იმ საწყობიდან, სადაც უკრაინელ ლტოლვილებს ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებენ. ბრეჟნევამ აღნიშნა, რომ მისი ქალიშვილიც მოხალისედ მუშაობს.
„ხვალ დილით ისევ პუნქტში ვიქნებით, რომელიც ჩვენთან ახლოსაა. ამჯერად, ჩემს ქალიშვილსაც თან წავიყვან. ასე რომ შემოგვიერთდით თქვენს ქალაქებში. ლუბლინი კი განსაკუთრებულად ელოდება“, - წერს მომღერალი.