ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ბოდბის მონასტერში სტუმრობა

2024 წლის 9 აგვისტოს, გარდაიცვალა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წევრი, მონაზონი სოფიო (რუხაძე). 

მონაზვნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონი სოფიოს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ბოდბის დედათა მონასტერს, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მონაზონი სოფიო.

მონაზონი სოფიო დაიკრძალება კვირას, 2024 წლის 11 აგვისტოს, ბოდბის დედათა მონასტრის ეზოში“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.