„ბინა ახალი ნაყიდი ჰქონდათ...“ - ვაზისუბანში, დაღუპული ცოლ-ქმრის ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს

ტრაგედია

ვაზისუბანში ტრაგიკულად დაღუპული ცოლ-ქმრის ცხედრები  სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. დაღუპულებს 4 წლის ბავშვი დარჩათ.

შემთხვევა დღეს შუადღეს მოხდა. არმენ სარქისოვი ლიფტის შახტში ჩავარდა, მისი მეუღლე არმინე ვოს­კანიანი კი დახმარებას ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ორივე მათგანი მოიყოლა.

ცოლ-ქმარი, საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. მათ ვაზისუბანში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ბინა ახალი ნაყიდი ჰქონდათ.

„მეუღლეს აცილებდა ეს ქალი, რომ გაიხსნა ლიფტი, გადადგა ნაბიჯი, გაიხსნა კარი და ჩავარდა, არ მოვიდა ლიფტი.  4 წლის ბავშვი დარჩათ... ერთხელ ჩავარდა ეს ლიფტი, გოგო იყო შიგნით, კიდევ კარგი ერთმა ტროსმა დაიჭირა და ბოლომდე არ წავიდა ლიფტი...“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

მომხდარზე გამოძიება უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, ამ დრომდე ადგილზე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.