1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბიჭს, რომელიც ორი დღის წინ სვანეთში ტრაგიკულად დაიღუპა, მამაც გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურა.
„ავადმყოფობდა საერთოდ და ამ ტრაგედიამ საბოლოოდ გაანადგურა“, - განუცხადა ოჯახის ახლობელმა „პრაიმტაიმს“.
23 წლის გელა ჭკადუა ხუთ მაისს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ტყიდან მომავალი სატვირთო ავტომობილი მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა, გელა ჭკადუა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.