„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
მიმდინარე წლის 4 მაისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში მეგი ბაქრაძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის პროცესი გაიმართა. მას გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.
სასამართლო პროცესზე ინასარიძემ განაცხადა, რომ ცრუ ინფორმაცია კლინიკის ადმინისტრაციის დავალებით გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტს კლინიკა „იმედის ექთანი, მეგი ბაქრაძე ახალციხეში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ცუდად გახდა და მეორე დღეს, 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. პაციენტის გარდაცვალების მიზეზად ანაფილაქსიური რეაქცია და ფილტვის ემბოლია დასახელდა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ორი ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, გიორგი აფციაური და ერთი მედდა, შეცვლილი ჩვენების გამო, პასუხისგებაში მისცეს.