პარაგრაფი

„ბევრი ვიფიქრეთ სანამ ამ წერილს დავწერდით“ -„პარაგრაფი“ განცხადებას ავრცელებს

სასტუმრო „პარაგრაფ“, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. 

„ბევრი ვიფიქრეთ სანამ ამ წერილს დავწერდით, თუ რამდენად უნდა დაგვეფიქსირებინა ჩვენი აზრი გასულ კვირას, ერთ-ერთ გვერდზე დადებულ პოსტთან დაკავშირებით, მაგრამ ვამჯობინეთ უპასუხოდ არ დაგვეტოვებინა ჩვენი ყოფილი თანამშრომლების ცილისმწამებლური ბრალდებები.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ პარაგრაფის მენეჯმენტის უმთავრესი საზრუნავი სტუმრებისა და თანამშრომლების კომფორტი და კეთილდღეობაა და ამ მიმართულებით ვმოქმედებთ სასტუმროს გახსნის დღიდან. შედეგად, ჩვენი სასტუმრო არაერთხელ იქნა აღიარებული როგორც საუკეთესო სასტუმრო ევროპაში სტუმრების კმაყოფილების კუთხით. რაც შეეხება თანამშრომლებზე და მათ სამუშაო პირობებზე ზრუნვას, უხერხულად მიგვაჩნია, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე იძულებული ვართ გავასაჯაროოთ რამდენიმე ფაქტი, რომელიც ნათელს მოჰფენს ჩვენს დამოკიდებულებას ჩვენი გუნდის მიმართ:

დავიწყოთ იმით, რომ სასტუმროში ხელფასის კორექტირება ხდება საქართველოს შრომით ბაზარზე არსებული რეალობის გათვალისწინებით და აქვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღეს სასტუმროში არც ერთ ჩვენს თანამშრომელს არ აქვს პოსტში მითითებული ხელფასი, შესაბამისად ეს ინფორმაცია მოძველებულია არ შეესაბამება სინამდვილეს გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2020 წლის პანდემიის პერიოდში, როდესაც საქართველოში კოვიდ რეგულაციების გამო სასტუმროებმა შეწყვიტეს ოპერირება და შესაბამისად პარაგრაფ შეკვეთილმაც 4 თვით შეწყვიტა მუშაობა - ჩვენი სასტუმრო იყო ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი), რომელიც სრულად გასცემდა ხელფასებს ყველა თანამშრომელზე. პანდემიის შემდგომ პერიოდშიც კი, უაღრესად რთული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად არ მომხდარა არც ერთი შტატიანი თანამშრომლის შემცირება ან მათთვის ანაზღაურების დაკლება.

სასტუმროს არსებობის პერიოდში (გარდა 2020 წლისა - პანდემიის გამო), პარაგრაფი არის ერთ-ერთი სასტუმრო, სადაც ყოველწლიურად გაიცა პრემია-დანამატი მე-13 ხელფასის სახით და არა ერთხელ, განსაკუთრებული ფინანსური შედეგების საფუძველზე, დარიგდა დაუგეგმავი ერთჯერადი პრემიები.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი თანამშრომლები, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სარგებლობენ 1 საათიანი შესვენებით, კვებისა და ხანმოკლე დასვენებისთვის, თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კაფეტერიასა და მოსვენების ოთახში.

ჩვენი გუნდის წევრებისთვის დანიშნული გვაქვს 4 მიმართულებით უფასო ტრანსპორტირება (ოზურგეთი, ქობულეთი, ბათუმი და ფოთი) და მათ ემსახურებათ უახლესი ტრანსპორტი. ჩვენი თანაშრომლების მაქსიმალური კომფორტისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მათ აქვთ შესაძლებლობა დარჩნენ სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლში.

არანაკლები ყურადღება ენიჭება თანამშრომლების განვითარებას, და მათი უნარჩვევების გაუმჯობესებისთვის ვთავაზობთ უფასო პროფესიულ სწავლებას, მათ შორის უცხო ენის კურსებს.
აღარაფერს ვამბობთ იმ წახალისებებზე, გარე აქტივობებსა და „team-building“-ებზე, რომლებიც განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს დასუფთვების სამსახურის განყოფილებაში.

დამატებით და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი თანამშრომლების აზრი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და გათვალისწინებული, სასტუმროში ტარდება ყოველწლიური ანონიმური გამოკითხვა, სადაც თანამშრომელებს ეძლევათ დამატებითი შესაძლებლობა შეაფასონ მათი ხელმძღვანელები და სამუშაო პირობები. აღიშნული გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის დეკემბერშიც, რომელშიც მონაწილობა მიიღო 95% ზე მეტმა თანამშრომელმა და წელსაც დასუფთავების სამსახური უმაღლესი კმაყოფილების ინდექსით (100 დან 91%)-ით პირველ ადგილზე გავიდა.

აქვე სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, რომ სასტუმრო პარაგრაფში ზედმეტად ნამუშევარი საათები ანაზღაურდება თანხობივად ან ე.წ. ანაზღაურებადი დღემაგიერის (რიგ გარეშე დასვენების დღეების) სახით. ხოლო სამუშაოს აღწერილობა, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული 14-16 ოთახის დალაგება - როგორც ანონიმური წყარო იუწყება - ჩვენთან ხშირად დაყვანილია ვციტირებთ „10-12 ოთახზე.“ ხარისხის კონტროლის და ხარვეზების გამოსწორების პროცედურების განხილვა ხდება წინასწარ, შრომითი ხელშეკრულების გაფორმაბამდე, ხოლო უშუალოდ ხელშეკრულებაში გაწერილია სამუშაო საათები და შესაბამისი ანაზღაურება.
პარაგრაფ შეკვეთილში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თანამშრომლების და სტუმრების უსაფრთხოებას, შესაბამისად სასტუმროს ტერიტორიაზე გამოიყენება მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებული ქიმიკატები და ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილია სათანადო აღჭურვილობით და მათი გამოყენების ინსტრუქციით.

ჩვენი კომპანიის მთავარი ფასეულობაა თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის სათანადო სამუშო გარემოს შექმნა, რაც ყოველდღიურად ხორციელდება. თუმცაღა, ყველა კითხვის ამოწურვის მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ ყველა თანამშრომლის აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია (თუნდაც თვეების და წლების წინ წასულების) აუცილებლად მოხდება ფაქტების სრული გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.“,- ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

მთავარი სიახლეები

ვიდეოები

1653161759

უკანასკნელი დღე "აზოვსტალში" - ვიდეოს "აზოვის" სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფი აქვეყნებს

უკრაინის ეროვნული გვარდიის „აზოვის“ სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფმა დმიტრი კოზაცკმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე გადაღებული უკანასკნელი ვიდეო გამოაქვეყნა.შეგახსენებთ, რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში მყოფი ყველა მებრძოლი ჩაბარდა და ტერიტორია "სრულიად გათავისუფლდა".რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 16 მაისიდან 2 439-მა „ნეო-ნაცისტმა „აზოვისა და უკრაინის ჯარისკაცმა“, რომლებიც ფოლადის ქარხანაში იმყოფებოდნენ, „იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ“.

დაბომბეს

ომი უკრაინაში

სოციალური თემა

puli

1651821060

300-ლარიანი ვაუჩერი მთავრობისგან საჩუქრად - ნახეთ სად, როდის და როგორ შეძლებთ მის აღებას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სუბსიდიის პროგრამა, რომელიც ფერმერების წახალისებას ითვალისწინებს.ფერმერებს ყოველ 1 ჰექტარ მიწაზე დაერიცხოთ 300 ლარი (ქულების სახით) და ამით 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აგრობარათების გამოყენება და „ლიბერთი ბანკიდან“ გაცემა 10 მაისიდან დაიწყება.ვის, როდის და სად დაერიცხება ქულებიქულები აგრობარათებზე ირიცხება. ქულების დარიცხვა და ამით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო.პროგრამაში კვლავ „ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ხოლო ისინი, ვისაც აგრობარათი არ აქვთ, მაგრამ აქვთ შესაბამისი მიწის ნაკვეთი, 26 აპრილიდან შეძლებენ ბანკში ბარათის აღებას.სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები.როდის დაიწყება ქულების დარიცხვააგრობარათებზე ქულების დარიცხვა 10 მაისიდან დაიწყება და განაღდება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.ბარათით სარგებლობის ვადააგრობარათებზე დარიცხული ქულებით სარგებლობის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.რის შეძენას შეძლებენ ფერმერებიბარათზე დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება შემდეგი საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.

სხვა სიახლეები

ქალები

მსოფლიო 1653218590

თალიბების ბრძანების შესაბამისად, ავღანეთში ტელეწამყვანმა ქალებმა სახეები დაიფარეს

ავღანეთის ტელეარხების წამყვანი ქალები და რეპორტიორები დღეს ეთერში სახედაფარულები გამოჩნდნენ. მიზეზი თალიბანის ახალი ბრძანებაა, - ამის შესახებ BBC წერს.ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ზოგიერთმა წამყვანმა უარი თქვა ახალი წესის დამორჩილებაზე, თუმცა, როგორც ერთ-ერთი ქალი ამბობს, მათ დამსაქმებლების ზეწოლას ვეღარ გაუძლეს.ქალები ჰიჯაბებით აშუქებდნენ მოვლენებს ისეთ პოპულარულ არხებზე, როგორებიცაა TOLOnews-ი, Ariana Television-ი, Shamshad TV და 1TV.„ჩვენი რელიგიიდან გამომდინარე, არა უშავს, თუ თმას დავიფარავთ, მაგრამ წამყვანებს ძალიან უჭირთ ზედიზედ ორი-სამი საათით სახედაფარულ მდგომარეობაში საუბარი. მათ [თალიბებს] სურთ ქალების წაშლა სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებიდან“, - ამბობს TOLOnews-ის წამყვანი ფარიდა სიალი BBC-სთან საუბრისას.

მკვლელობა

საზოგადოება 1653218239

ქმრის მიერ მოკლული გოგოს დედა ინფარქტით საავადმყოფოში გადაიყვანეს - ოჯახის ახლობელი

21 მაისს თბი­ლის­ში, მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალის, 31 წლის სოფო კვა­რა­ცხე­ლი­ას ცხედარი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ზუგდიდში მამისეულ სახლში გადაასვენეს.მკვლელობის დროს ავტობუსში სოფო კვარაცხელიას და სალომე კვარაცხელია, შვილთან ერთად და ასევე გარდაცვლილი ქალის ორი შვილიც იმყოფებოდა.„სოფოს და, სალომე და დედა, ხათუნა ნაჭყებია იმყოფებოდნენ თბილისში, ექიმთან წაუყვანიათ სალომეს შვილი. სალომე შეესწრო ფაქტს, წამებში მომხდარა. ბავშვები შოკში არიან. სოფოს დედამ არ იცის, რომ მისი შვილი მკვდარია, იცის რომ დაჭრილია.ინფარქტით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მძიმედაა...საშინელება ტრიალებს ჩვენს ქუჩაზე. ამას ვინ იფიქრებდა, სოფო ისეთი ჭკვიანი, განათლებული, შვილების გიჟი დედა იყო“,- გვითხრა კვარაცხელიების მეზობელმა. შეგახსენებთ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მამაკაცმა მე­უღ­ლე არასრულწლოვანი შვი­ლე­ბის თვალ­წინ მოკ­ლა.სოფო რამ­დე­ნი­მე წლის წინ მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­ავი­და. მისი მეუღლე გალიდანაა. იგი დედისერთაა და ზუგდიდში ბიძასთან იზრდებოდა.თბილისელი მეზობლების თქმით, მას ბოლო დროს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ორჯერ სუიციდის მცდელობაც.ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით და ნანობს. უფლებადამცველმა სულხან კომახიძემ განაცხადა, რომ მისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.„ბრალის წარდგენა ჯერ არ ყოფილა და არ გვაქვს ინფორმაცია, როდის იქნება, ამაზე პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ადვოკატმა.შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვა.გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.ქალთა მკვლელობებს დღეს ზუგდიდში, თბილისსა და ბათუმში აქცია-პერფორმანსით გააპროტესტებენ.

ემსხვერპლა

საზოგადოება 1653215626

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 232 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - უკრაინის პროკურატურა

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 232 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 430 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 145, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 102, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 48, ლუგანსკის ოლქში - 48, ნიკოლაევის ოლქში - 45, ზაპოროჟიეს ოლქში - 28, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16,  ჟიტომირის ოლქში - 15.მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

ოლენა ზელენსკა

ომი უკრაინაში 1653214210

რა არის ორი სიტყვა, რომლის მოსმენაც ოლენა ზელენსკას ქმრისგან ყველაზე მეტად სურს

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ მეუღლესთან, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ინტერვიუ მისცა, რომელშიც თქვა, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ქმარი თითქმის არ უნახავს.მისი თქმით, 24 თებერვალს ფანჯრის მიღმა უცნაურმა ხმებმა გააღვიძა. როდესაც თვალები გაახილა, ქმარი ოთახში არ იყო, გვერდით ოთახში გასულმა კი ვოლოდიმირისგან საშინელი სიტყვები მოისმინა: „დაიწყო“.იმ მომენტიდან, ​ოლენა აღიარებს, რომ ოცნებობს ქმრისგან მოისმინოს მხოლოდ ორი სიტყვა „ყველაფერი დასრულდა", რაც ასე მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის.„მე ვცხოვრობ იმით, რომ ველოდები, როდის მეტყვის ამას. მე მესმის, რომ მე არ ვიქნები პირველი, ვისაც ის ამას ეტყვის, მაგრამ მინდა ამის მოსმენა ტელევიზიით მაინც", - თქვა ოლენა ზელენსკამ ინტერვიუში.

ზელენსკი

ომი უკრაინაში 1653213692

ზელენსკი მსოფლიოს სასურსათო კრიზისზე აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი 22 მილიონი ტონა საკვები პროდუქტების ექსპორტის ბლოკირებაში დაადანაშაულა - ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა CNN წერს.ზელენსკის თქმით, თუ პორტებს არ აამუშავებენ, ბევრ ქვეყანას სასურსათო კრიზისი შეექმნება.“მსოფლიო საზოგადოებამ უნდა დაეხმაროს უკრაინას საზღვაო პორტების განბლოკვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგეტიკულ კრიზისს მოჰყვება სასურსათო კრიზისი და მას კიდევ ბევრი ქვეყანა შეექმნება. რუსეთმა დაბლოკა თითქმის ყველა პორტი და ყველა, ასე ვთქვათ, საზღვაო შესაძლებლობა საკვების ექსპორტისთვის - ჩვენი მარცვლეული, ქერი, მზესუმზირა და სხვა ბევრი რამ.მსოფლიოში კრიზისი იქნება. მეორე კრიზისი ენერგეტიკის შემდეგ, რომელიც რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული ახლა სასურსათო კრიზისს შექმნის. თუ არ განბლოკავთ უკრაინისთვის მარშრუტებს. აფრიკას, ევროპის ქვეყნებს, აზიას ეს საკვები პროდუქტები სჭირდებათ“, - თქვა ზელენსკიმ შაბათს კიევში, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრთან ანტონიო კოსტასთან მოლაპარაკების შემდეგ.ზელენსკიმ ასევე დაადანაშაულა მოსკოვი საკვები პროდუქტების "ეტაპობრივ მოპარვაში" და მათი გაყიდვის მცდელობაში.აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე ხორბლის მარაგი რუსეთიდან და უკრაინიდან შეადგენდა გლობალური ვაჭრობის თითქმის 30%-ს, ხოლო უკრაინა მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ექსპორტიორია. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა - რომელიც მსოფლიოს ეხმარება გლობალურ სასურსათო დაუცველობასთან ბრძოლაში, ყოველწლიურად თავისი ხორბლის ნახევარს უკრაინიდან ყიდულობს. გაერო ქვეყნებს აფრთხილებს, თუ უკრაინის პორტები არ გაიხსნება, შედეგები საშინელი იქნება.