„ბედობა - არა, არა!“ - დედა სიდონია

sidonia

სასულიერო პირები ამბობენ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ბედობას არ უნდა აღნიშნავდნენ და ეს დღე უბრალოდ, არ არსებობს. თემას გამოეხმაურა დედა სიდონია.

„ბედობა - არა, არა!  ყოველი დილა, როცა ვიღვიძებთ და ვბრუნდებით ჩვენს ნებასთან, ჩვენს ხელთაა რისკენ განვაწყობთ თავს. არა მხოლოდ დილას, ყოველ წუთს, ყოველ წამს შეგვიძლია ჩვენი განწყობისა და ქმედების შეფასება და შეცვლა.

ამაზეა დამოკიდებული რას გავცემთ და რას მივიღებთ, როგორი რეაგირება გვექნება მასზე, რაც ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდება. უფლის ნებაც ზოგადია, ამაზე მერე დავწერ. - წერს დედაო.