დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი 2 იანვარს იუბილარია. დღეს 80 წლის გახდა.
თავს დატრიალებული ტრაგედიების შემდეგ, ახალი წელი დიდი ხანია აღარ ახარებს. 1-ლი იანვარს შვილის, თამაზ აფხაიძის დაბადების დღეა.... 1-ელ იანვარს გარდაიცვალა მსახიობის მეორე ქმარი, ტრისტან ყველაიძე. ალბათ, საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ნანა ფაჩუაშვილს ეს დღეები უსიამოვნო შეგრძნებებს აღუძრავდეს.
პრაიმტაიმის არქივის ინტერვიუში ნანა ამბობს, რომ ამ ტრაგედიების შემდეგ ახალი წელი აღარ ახარებს...
„ჩემი დაბადების დღე აღარ მიყვარს. ახალი წლის პირველი რიცხვები ძალიან ცუდად მახსენდება. ზუსტად ახალ წელს ჩემი შვილი დაიბადა. იმ დროს ჩემი პირველი მეუღლე გარდაცვლილი იყო. ჩემი თამაზი აღარ მყავს უკვე ერთი წელია.
პირველ იანვარს ჩემი მეორე მეუღლე გარდაიცვალა. ახალი წელი დიდი ხანია აღარ მიყვარს. ჩემს ცხოვრებაში ახალ წელთან რაღაც უცნაურობაა დაკავშირებული. ალბათ, ბედობას დაბადებულს ასეთი ბედი დამყვა. მერე და მერე განწყობა მინავლდება, საქმიანობა იკავებს ადგილს და ცხოვრება გრძელდება…
2 იანვარი მაინც მომილოცეს მეგობრებმა, მაგრამ ეს დღე უკვე მიმძიმს. საშინლად მოქმედებს. შვილიშვილები და შვილთაშვილები მყავდნენ სტუმრად. ახლა უკვე თვითონ მანებივრებენ თავიანთი ნახელავებით.
მეგობრები იყვნენ, გინდა არ გინდა, გაუფრთხილებლად მოვიდნენ. განსაცდელის ჟამი, პრაქტიკულად, მათ გადამატანინეს. “გადატანა” პირობითია, მაგრამ… როგორც იყო...,- ამბობს ნანა ფაჩუაშვილი პრაიმტაიმთან ინტერვიუში.