„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
თინა კანდელაკი ლენინის 152 წლის იუბილეს პოსტს უძღვნის და მისადმი სიყვარულზე საუბრობს. მისი თქმით, ბავშვობიდან ყურებამდე იყო ლენინზე შეყვარებული.
„მე ოქტომბრელების იმ თაობას ვეკუთვნი, რომლებიც შეყვარებულები იყვნენ ვალოდია ულიანოვზე. სიამაყით შევცქეროდი ოქტომბრელის გულსაბნევს, სადაც ლენინი იყო გამოსახული, ბავშვობიდან ყურებამდე ვიყავი მასზე შეყვარებული. დღეს ამ ხუჭუჭა ბიჭს 152 წელი შეუსრულდებოდა.
ვფიქრობ ჩემთვის, როგორ იცვლება სამყაროს დამოკიდებულება მისი საქმიანობის მიმართ. ლენინის პოლიტიკას დღეს რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 37% აფასებს დადებითად.
დღეს, ჩვენ გვმართებს დაფიქრება, ვინ იყო სინამდვილეში ლენინი, ბოროტების თუ ბედნიერებისა და თავისუფლების სიმბოლო“ – წერს კანდელაკი „ტელეგრამზე.“