ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული 26 წლის როზეტა ყალიჩავას ოჯახი დახმარებას ითხოვს.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ როგორც გადმოსვენებაში ყველა სახელმწიფო უწყება მიცვალებულის ჩამოსვენებაში ისე დაგვეხმაროს როგორმე ბავშვების ჩამოყვანაში. ბავშვები სოციალურ ბაღში არიან, საჭმელს არ ჭამენ, ტირიან და დედას ითხოვენ. როგორმე, რომ ბავშვები ჩამოვიყვანოთ, გაიჟღერა, რომ მამის თანხმობა არისო საჭიროო, როგორმე იქაურმა სამართალდამცავმა ორგანოებმა რომ მოაგვარონ, მამობა ჩამოართვან და ამ ოჯახს დაეხმარონ მეურვეობის მიღებაში“, - ამბობს ოჯახის ახლობელი ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის როზეტა ყალიჩავა, 24 მაისს ქმრის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მკვლელობა საღამოს 10 საათისთვის, პოლონეთის ქალაქ ლოძში, როინას 50 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. ამ ბინაში როზეტა ოჯახთან ერთად გასული წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა.