„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული 26 წლის როზეტა ყალიჩავას ცხედარი მის საცხოვრებელ სახლში სოფელ დარჩელში ჩამოასვენეს.
სამი შვილის დედა საკუთარმა ქმარმა 24 მაისს მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით კი ბინას ცეცხლი წაუკიდა.
„ვიზუალურად დაზიანებები სხეულზე არაფერი ეტყობა, უკვე ბალზამირებულია. ყელის არეში ჭრილობა დაფარულია", - ამბობს გარდაცვლილის ბიცოლა მანანა სიჭინავა.
ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული 42 წლის მამაკაცი დაკავებულია. ბავშვები პოლონეთის შესაბამის სამსახურებს სპეციალურ დაწესებულებაში ჰყავთ გადაყვანილი. ბავშვების ჩამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
როზეტა ყალიჩავას ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით საჩივარი პოლიციაში ოთხჯერ ჰქონდა შეტანილი, როგორც პოლონეთში ასევე საქართველოში.
ბავშვების მამაზე შემაკავებელი ორდერი სამ ჯერ იყო გამოწერილი.
ქალი სამშობლოში შვილებთან ერთად დაბრუნებას 11 ივნისს გეგმავდა. მას ბილეთი ემიგრაციაში მყოფმა დედამ უყიდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა ქალის სიკვდილის მიზეზი.
ავტორი: თეა შონია