„უსაზღვრო მწუხარებამ დაისადგურა...“ - ბაღდათში, 16 წლის გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა
1734811889
ბათუმში, ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტის ფარგლებში, ბინა 100 ოჯახს გადაეცემა.
ქალაქში 4 სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა. პროექტი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ადგილზე დაათვალიერეს.
"ეფექტური სოციალური პოლიტიკა და მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტი. ამიტომ აჭარის მთავრობა, შესაბამის მუნიციპალიტეტებთან ერთად ახორციელებს და განაგრძობს, როგორც დაფინანსებას, ასევე პროექტების ერთობლივ განხორციელებას.
მნიშვნელოვანია, რომ უკვე ბათუმის მუნიციპალიტეტმა შეძლო 200 ოჯახის დაკმაყოფილება ახალი, უსაფრთხო საცხოვრისით," - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.