ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს

ნათია დიაკვნიშვილი

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, 16 წლის ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს.

„ოხ, დე... როდის დაასრულებ ნეტა ამ ტანჯვის დღეებს...“ - წერს ნათია დიაკვნიშვილი.

ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მისი კვალი ბათუმში, ხიდთან ქრება. ამ დრომდე, ოჯახი მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.