ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე დაიწყო

ბათუმი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე დაიწყო. სტუდენტთა ნაწილი აკადემიური საბჭოს სხდომაზე შესვლას ცდილობდა. მათ პროტესტი კარზე ბრახუნით გამოხატეს.

რექტორობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის, ესენი არიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების” წევრი ტიტე აროშიძე და ასოციაცია "ფლორა და ფაუნას" გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე.