ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ტიტე აროშიძე აირჩიეს

ტიტე აროშიძე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ტიტე აროშიძე აირჩიეს. აროშიძემ 11-წევრიანი აკადემიური საბჭოდან 10 ხმა მიიღო, ერთი ხმა კი ბათილად გამოცხადდა.

ტიტე აროშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 4 წლით უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის, ბსუ-ს რექტორის არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას“ დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.