1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბულვარის კოლონადებთან 17:00-20:00 საათამდე, საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება. ზღაპრულად მორთულ სივრცეში დისნეის გმირებისა და ანიმატორების სპეციალური გასართობი პროგრამა და სხვადასხვა აქტივობები იქნება
წარმოდგენილი. მოძრავი თეატრალური ჯგუფი “ბაგაბონდი”, ანიმატორების სპეციალური გასართობი პროგრამა, მოძრავი დეკორატიული ინსტალაციები, კოსტუმირებული დისნეის პერსონაჟები, მულტიპლიკაციური გმირები, მხიარული ფერადი ჯამბაზები, სახალისო და არტ თამაშები, ქვიშაზე ხატვა, ფოტო სესიები გმირებთან და სახის მოხატვა.
აგრეთვე, მოეწყობა საგამოფენო კუთხე, სადაც 26-ე ინკლუზიური სკოლისა და ფონდ „იალქანის“ აღსაზრდელების ნამუშევრები გამოიფინება. სპეციალურად მოწყობილ სურვილების დაფაზე, კი პატარები თავიანთ სურვილებს აღბეჭდავენ.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, საფეხბურთო კლუბი ''დინამო'' ბათუმის წარმომადგენლები ბავშვებს საჩუქრებს გადასცემენ. დასკვნით ნაწილში პატარა სტუმრებს კომპანია „თოლიასგან“ საჩუქრად ნაყინები დაურიგდებათ.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: კლუბი “სექტორ 26”, ნაყინის მწარმოებელი კომპანია ”თოლია", სამშენებლო კომპანიები “ორბი” და "ალიანს ჯგუფი".
ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბულვარის კოლონადებთან საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება