1733169705
ბათუმელმა სტუდენტმა ასანთის ღერებისგან მასკის Space X-ის კოსმოსური ხომალდის კონსტრუქცია შექმნა
დღეს დავასრულე ყველაზე მასშტაბურ და რთულ კონსტრუქციაზე მუშაობა!“, – წერს ბათუმელი სტუდენტი ალექსანდრე აბუსელიძე და აღნიშნავს, რომ ილონ მასკის Space X-ის კოსმოსური ხომალდის კონსტრუქცია ასანთის ღერებისგან ააწყო.
ამავე პოსტში, ალექსანდრე აბუსელიძე წერს, რომ თითქმის 3-მეტრიანი კონსტრუქციის ასაწყობად მას 1 წელი და ასანთის 300 000 ღერი (6250 კოლოფი) დასჭირდა.
„დამჭირდა 1 წელი და 300 000 ათასი( 6250 კოლოფი) ასანთის ღერი. SpaceX Starship -ილონ მასკის კოსმოსური ხომალდი,რომლის სიმაღლე 3 მეტრს აღწევს! კონსტრუქცია შეიცავს- რაკეტის დამჭერებს,ამწყობ მექანიზმებს, ლიფტს და ბევრ სხვა დეტალს.კადრში მიჭირს დატევა.