პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის იან მალქჰოლმ ჰოქის ადვოკატი დიმიტრი ტორაძე მისი მისამართით დასმულ კითხვებს პასუხობს. „თიბისი ბანკის“ ქართველი აქციონერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატს ზვიად კორძაძეს მასთან შეკითხვები აქვს.
კორძაძეს აინტერესებს, საიდან მოხვდა ტორაძის ხელში განჩინება. ბრიტანელი აქციონერის ადვოკატის განცხადებით, მან ეს განჩინება ფეისბუკ ჯგუფში ნახა, რომელიც არის საჯარო და ნებისმიერ პირს შეეძლო აღნიშნულ საქმეზე აზრის დაფიქსირება. ტორაძის თქმით, ამ ჯგუფში განჩინება კახა წიქარიშვილმა გამოაქვეყნა.
„მე საიდან მქონდა განაჩენი კი არა, ციტატებიო, განაჩენიო, რაზე იყო სარჩელი აგებულიო. თუ სარჩელი ნანახი არ აქვს ადამიანს, როგორ შეიძლება ის ამბობდეს, რომ მე რამე ციტატები მომყავს. ამბობდეს რაზეა სარჩელი აგებული და რა ფაქტობრივი გარემოებებია მითითებული. საჩივარს, რომელიც მან შეიტანა, ახლავს 4 დოკუმენტი. პირველი ეს არის „თიბისი ბანკის“ წერილი, ძალიან საინტერესო დოკუმენტია. გაასაჩივრა ბატონმა ზვიადმა. „თიბისიმ“ გასცაპასუხი, რომ „იან მალქჰოლ ჰოქს იმიტომ არ ვუპასუხე, რომ ჩემი აქციონერი არ არისო“.
შემდეგი დოკუმენტი რაც წარმოადგინა არის სააქციო საზოგადოება „კავკას რეესტრის“ დოკუმენტი, რაზედაც მითითებულია ეს სამი პოზიცია. იან მალქჰოლ ჰოქი არ არის „თიბისი“ კაპიტალის ნომინალურ მფლობელობაში და არც თავისი აქციები არ აქვს გადაცემული. ე.ი ბატონი მამუკაც და ბატონი ბადრიც არ არის აქციონერი, ოღონდ თიბისი ბანკის კაპიტალის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული აქვს 554 250 აქცია.
შემდეგი დოკუმენტი ეს არის „თიბისი კაპიტალის“ დოკუმენტი, რომ ბატონ ბადრიზე და ბატონ მამუკაზე ნომინალურად გადაცემული აქციები არ ირიცხება. ვიღაცებს ჩემი პოზიცია ეჩვენება წინააღმდეგობრივი და ეს დოკუმენტები არ ეჩვენებათ.
ახლა ვისაუბროთ იმაზე, მე საიდან მაქვს განაჩენი. „თიბისი ბანკს“ რომ გავუგზავნე წერილი სამართლებრივ საფუძვლებთან ერთად, ვეუბნებით, რომ საკრედიტო ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, რომელზედაც ჩვენ წვდომა არ გვაქვს, მაგრამ არის სისხლის სამართლის საქმეში და გექნებათ თქვენ, თუ გავეცნობით შეიძლება დავის ახალი ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვეთოს და მოთხოვნის საფუძვლები გაიზარდოს. მაგრამ ამასთანავე, გაცნობებთ, რომ საჯარო სივრცეში დევს განაჩენი და ვუთითებთ ორ დანართს, ეს ორივე დანართი არის სქრინშოტი ადვოკატ კახა წიქარიშვილის ფეისბუკ გვერდიდან. ეს არის„თიბისის“ და მამუკა და ბადრის მხარდამჭერ იურისტთა ჯგუფი, რომელიც საჯაროდ ფეისბუკში განიხილავს საქმის სამართლებრივ შეფასებებს და ღიად უდევთ განაჩენი. მეც აქედან მაქვს აღებული. მე რომ იანის ადვოკატი არ ვყოფილიყავი, შემეძლო ჩავრთულიყავი და ჩემი აზრი მომეხსენებინა რომელიმე ფაქტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ტორაძემ.
დიმიტრი ტორაძემ ბრიფინგზე, ასევე, ყურადღება გაამახვილა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით შეტანილ საჩივარზე.
„ზვიად კორძაძემ კონფერენციაზე გააჟღერა დებულებები, ჩვენი შეფასებით არც თუ ისე კორექტული. ერთადერთი კორექტული ფაქტი, რომელიც მან ბრიფინგზე თქვა, ეს იყო, რომ მან შეიტანა საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით. ამ ბრიფინგის მერე, ჟურნალისტმა დამირეკა და შევამოწმე სასამართლოს ელექტრონულ ვებგვერდზე, არ იდო ეს ინფორმაცია, მაგრამ დღეის მდგომარეობით ეს ინფორმაცია დევს, რომ საჩივარი შეტანილია და დათარიღებულია 19 ივლისით, ანუ როცა ბრიფინგი ჩატარდა. მოკლედ გეტყვით, ამ სარჩელში წერია, რომ ჩვენ ვართ არასათანადო მხარე და ამიტომ, უნდა გაუქმდეს. სხვა მატერიალური არგუმენტი მითითებული არ არის.
ძალიან საინტერესო იყო ყველა დანართი დოკუმენტი, რომელიც რიგი მედიის ხელში მოხვდა, გარკვეული მოთხოვნის გარეშეც კი. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ისინი ასაჩივრებდნენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჩაჰბარებიათ სარჩელი. ანუ, რა უნდა ვთქვათ, რომ მინიმუმ განჩინება ჩაჰბარდათ და განცხადებას იცნობენ, იმიტომ, რომ ციტირება ხდებოდა განცხადებებიდან და არა მათი პოზიციის ფიქსირება“, - აღნიშნა ტორაძემ.
ტორაძემ ყურადღება გაამახვილა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნაზე და აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული სესხი „სამგორი თრეიდზე“ და „სამგორი M-ზე“, კვლავ ბანკს უნდა დაუბრუნდეს.
„ჩვენი მოთხოვნა არის, რომ „თიბისი ბანკის“ მიერ სამგორი M ზე და სამგორი თრეიდზე გაცემული სესხები, რომელიც იმავე დღესვე მოხვდა ბატონი მამუკა ხაზარაძისა და ბატონი ბადრი ჯაფარიძის ანგარიშზე და შემდეგ ეს მოთხოვნა „თიბისიმ“ დაკარგა და მოხვდა რომელიღაც ოფშორული კომპანიის ხელში, დაუბრუნდეს „თიბისი“ ბანკს, რადგან თუ ეს დაუბრუნდება „თიბისი ბანკს„, კაპიტალიზაცია იქნება ბევრად მაღალი და ყველა აქციონერის შესაბამისი წილი პირდაპირპროპორციულად გაიზრდება. ძირითადი თანხა - ეს არის 16 664 000 დოლარი. თუმცა, ვინაიდან ამას შეიძლება სამართლებრივად მოჰყვეს მიღებული შემოსავლის სახით თანხები მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს თანხები იზრდება და უკვე 40 000 000-ს დოლარს გასცდა“, - განმარტა დიმიტრი ტორაძემ.
პრესკონფერენციის ბოლოს, დიმიტრი ტორაძემ ზვიად კორძაძე სატელევიზიო დებატებში მიიწვია და მას არასამართლებრივ თემებზე, რომელიც აღნიშნული საქმის დეტალებს შეეხება, პირისპირ საუბარი შესთავაზა.
სააგენტო ,,პია" კორძაძეს დაუკავშირდა იმისთვის, რომ გაგვეგო, აპირებს თუ არა კორძაძე კოლეგის წინადადების მიღებას.
კორძაძის განმარტებით, ის არასამართლებრივ თემებზე კოლეგებთან არ საუბრობს, სამართლებრივი თემებისთვის კი სასამართლო არსებობს.