მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
ზუგდიდში, სოფელ შამგონაში ავარიის შედეგად სამი მოსწავლე დაშავდა. ავტომობილი, რომელშიც სკოლის მოსწავლეები ისხდნენ, ბოძს შეეჯახა - არიან დაშავებულები. ინფორმაციას ადასტურებენ ზუგდიდის რესურცენტრშიც.
დაშავებულთაგან ერთს დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა, ხოლო ორი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების შეფასებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ჯერჯერობით რჩებიან კლინიკაში, ერთს ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი, ხოლო მეორეს მსუბუქ ფორმაში ტვინის შერყევა",- ამბობენ ჰოსპიტალში.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა, მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
ავტორი: თეა შონია