დასავლეთში ცდილობენ, ომის მთავარ დამნაშავეებად გამოგვაცხადონ, აუცილებელია, გვახსოვდეს წარსულის გაკვეთილები - სერგეი ლავროვი

ლავროვი

„უკრაინაში ყვავის ნაციზმი და ანტისემიტიზმის ახალი გამოვლინებები ე.წ. კოლექტიური დასავლეთის თანხმობით", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"აუცილებელია, გვახსოვდეს წარსულის გაკვეთილები, მით უმეტეს ახლა, დასავლეთში ცდილობენ ამოგლიჯონ ჩვენი ისტორიიდან ეს დიდებული გვერდები, ხაზი გადაუსვან ყველაფერს, რაც გაკეთდა და არა მხოლოდ გაგვაიგივონ ნაცისტებთან, არამედ იმ ომის მთავარ დამნაშავეებად გამოგვაცხადონ. ამასთანავე, აქტიურად ათეთრებენ ნაციზმს, ხელს უწყობენ ნაცისტურ გამოვლინებებს თანამედროვე ევროპაში. ჩვენ ამას ვხედავთ ბალტიისპირეთში, ასევე უკრაინაში, სადაც ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, უბრალოდ ყვავის ნაციზმი და ანტისემიტიზმის ახალი გამოვლინებები ე.წ. კოლექტიური დასავლეთის თანხმობით", - თქვა ლავროვმა.