პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პარლამენტის წევრი, გივი მიქანაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამართულ „საპატიმრო და ალტერნატიული სასჯელების და ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა საქართველოში“ ღონისძიებას დაესწრო და შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
გივი მიქანაძემ ღონისძიების მონაწილეებთან საქართველოს ხელისუფლების მიერ 2013 წლიდან გატარებულ სისხლის სამართლის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და ყურადღება ალტერნატიული სანქციების გამოყენების გაზრდის მნიშვნელობასა და საპატიმრო სასჯელების შემცირებაზე გაამახვილა. მისი თქმით, აღნიშნულ მიდგომებთან დაკავშირებით, 2022 წლის აპრილში, ევროპის საბჭოს რეზოლუციაში სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა და საქართველოში საპატიმრო სასჯელების რაოდენობის მკვეთრად შემცირების მაჩვენებელი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, პოზიტიურად იქნა შეფასებული. პარლამენტის წევრმა საპატიმრო და ალტერნატიული სასჯელების გამოყენებასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვლევა საშუალებას იძლევა გარკვეულ საკითხებზე მეტი აქცენტირება გაკეთდეს და გაგრძელდეს მსჯელობა თუ რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს საკანონმდებლო კუთხით, რათა ალტერნატიული სასჯელების და ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა საქართველოში კიდევ უფრო გაიზარდოს.
შეხვედრაზე, რომელსაც მოქმედი მოსამართლეები, ადვოკატები და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში ჩართული ექსპერტები დაესწრნენ, გივი მიქანაძემ მის მიერ ინიცირებულ და მომზადებულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო რეზოლუციის შესახებ ისაუბრა, რომელიც ევროპული ციხეების სისტემაში პანდემიის გავლენის საკითხებს შეეხება. რეზოლუცია, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკვე დამტკიცდა, ერთგვარ სარეკომენდაციო დოკუმენტს წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის საბჭოს 46-ე წევრი ქვეყნის პენიტენციური სისტემისთვის.
შეხვედრის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებს შორის, სისხლის სამართლის კანონმდებლობის შემდგომ რეფორმირებასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე განხილული თემები და კვლევის შედეგები ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა, ცირა ჭანტურიამ შეაჯამა.