„მეტასტაზები სხვა ორგანოებზე არ მაქვს. ჩემი სიმსივნე ლოკალურია“ - ლიკა გაგნიძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ლიკა გაგნიძე

 რამდენიმე დღის წინ ვიზაჟისტმა და „ტიკტოკერმა“ ლიკა გაგნიძემ განაცხადა, რომ სიმსივნესთან ბრძოლას ხელახლა იწყებს.

 „კარგი ამბავი ის არის, რომ მეტასტაზები სხვა ორგანოებზე არ მაქვს. ემერაისა და კატეს პასუხებმა აჩვენა, რომ სიმსივნე სხვაგან არ არის გავრცელებული. ჩემი სიმსივნე ლოკალურია, რაც ნიშნავს, რომ სხვა ადგილას გაჩენის შანსი ძალიან მცირეა.

რაც შეეხება გენეტიკურ ტესტს – ეს კვლევა იმისთვის გავიკეთე, რომ დაახლოებით ერთ თვეში, როდესაც პასუხები იქნება მზად, გავიგოთ, კიდევ რაიმე დამატებითი კვლევა ხომ არ დამჭირდება და რა მეთოდებით იქნება საჭირო მკურნალობის გაგრძელება“, – ამბობს ლიკა.

 

@likiita Replying to @Angel🧚‍♀️ ♬ original sound - liki gagnidze