„არშესრულებული 22, მხოლოდ სიზმრად მოსული მწარე მონატრება“ - გიორგი შაქარაშვილის დედა

გიორგი შაქარაშვილი

გიორგი შაქარაშვილი დღეს 22 წლის გახდებოდა. გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

არშესრულებული 22, მხოლოდ სიზმრად მოსული მწარე მონატრება... გაუსაძლისი უშენობა, გიო!“ - წერს თამუნა შალვაშვილი.

ცნობისთვის, 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლების ერთ-ერთ აგარაკზე გამართულ დაბადების დღის წვეულება ტრაგიკულად დასრულდა. 

19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.